LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ჯორბენაძე: „ამასობაში ჩვენმა ცოტნე ზედგინიძემ ბერლინის ისტორიული დარბაზის მსმენელი ფეხზე დააყენა…“

1879
ცორნე ზედგინიძე

პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე ცოტნე ზედგინიძის დიდი წარმატების შესახებ წერს.

„ამასობაში ჩვენმა ცოტნემ ბერლინის ისტორიული დარბაზის მსმენელი ფეხზე დააყენა!..

ეს არის ჩვენი სიამაყე და ბედნიერება, ვულოცავ ცოტნეს ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ნიკოლოზ რაჭველსა და ლიზა ბათიაშვილს, რომელთა გარეშეც ასეთი წარმატების მიღწევა რთული იქნებოდა.

ლიზას საქველმოქმედო ფონდის Lisa Batiashvili Foundation დამსახურებით ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები უკვე საერთაშორისო სცენების ვარსკვლავები არიან, ყველა მათგანი ევროპის საუკეთესო მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია.

ბერლინში ცოტნეს პირველი სოლო-კონცერტის მთავარი ორგანიზატორი Bernstein-ის სათაო ოფისი გახლდათ.

ცოტნემ ბეთჰოვენის, ბერგის, შუმანის და ვაგნერის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარი კომპოზიციაც შეასრულა და რაც მთავარია, 15 წლის ქართველ კომპოზიტორს და პიანისტს ერთ-ერთმა საუკეთეო გამომცემლობამ გაუფორმა კონტრაქტი.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, გილოცავთ ყველას!“

ამასობაში ჩვენმა ცოტნემ ბერლინის ისტორიული დარბაზის მსმენელი ფეხზე დააყენა Tsotne Zedginidze ეს არის ჩვენი სიამაყე და…

Posted by Teona Jorbenadze on Sunday 23 March 2025

კონცერტიდან ასევე ვრცელდება აღფრთოვანებული მსმენელის კომენტარები:

„ცოტნეს ტრიუმფალური კონცერტის შემდეგ.

ყველაზე გვიან მისი ნაწარმოების დროს წამომივიდა ცრემლები. არცერთი ნოტი არ არის უაზროდ დაკრული, ყველაფერი მუსიკას ემსახურება, სულ ყველაფერი…

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ: ცოტნე ზედგინიძე გენიოსია!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g