LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა კონტრიძის მიმართვა აგრესორ ქართველებს – ,,არ დაგიმალავთ, განრისხებული ვარ!..”

1716
teonakontridzenews

მარი ნაკანთან ,,ინსტაგრამ”–ინტერვიუს შემდეგ, სადაც მოსკოვში მცხოვრებმა და მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა, თეონა კონტრიძემ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან ქართველების ჩამოსაყვანად სპეცრეისის დანიშვნა სთხოვა და დასძინა, რომ რუსეთში ცხოვრება აღარ სურს, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თეონა კონტრიძე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მას ამდენი წლის შემდეგ, მხოლოდ პანდემიის დროს მოუნდა საქართველოში დაბრუნება.

მარი ნაკანის ,,ინსტაგრამზე” ახლახან გამოჩნდა თეონა კონტრიძის მიმართვა, როგორც მარი წერს, ,,მიმართვა აგრესორ ქართველებს”, სადაც მომღერალი აღნიშნავს:

,,არ დაგიმალავთ, განრისხებული ვარ. წავიკითხე თქვენი კომენტარები მარი ნაკანის გვერდზე ჩემი ვიდეოს ქვეშ. ჩემი მიმართვა მიმართული იყო საქართველოს მთავრობისადმი, რომ დაგვხმარებოდა პანდემიის დროს რუსეთიდან დახსნაში. აბსოლუტურად ამაზრზენი და შემაძრწინებელი თავისი სიხისტით კომენტარები იყო. მე 90–იანებში წამოვედი რუსეთში, ვიღაც მოერგო, ვიღაც ვერ, მე ინსტიტუტში ჩავაბარე და ტყუილია, თითქოს ვიღაც, ვინც ვერ დარჩა, პატრიოტიზმის გამო დაბრუნდა საქართველოში. 90–იანების დასასწყისში საქართელოში სამოქალაქო ომი იყო და მუსიკოსებისთვის არავის ეცალა. თქვენ შეგიძლიათ პრეტენზია წამიყენოთ, ჩვენ ვუძლებდით და თქვენ არაო. ადამიანი მგონი, უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც მუშაობს, სადაც ის აქტუალურია და სადაც შეუძლია, ხალხისთის, სამყაროსთვის, პლანეტისთვის რაღაცის გაკეთება. საქართელოსთვისაც უფრო მეტის გაკეთება შემეძლო აქედან, მაგალითად, ჩემმა შემოსავალმა 14 ადამიანი შეინახა. შეიძლება, კომენტარების ავტორები უფრო მეტს ინახავენ, მე ეს შევძელი.

თეონა კონტრიძემ 2008 წელს რომ ქორწილი გააკეთა, რა ექორწილებოდა, როცა რუსეთი საქართველოს ბომბავდაო. ქორწილი არ იგეგმება ერთ დღეში. 80–კაციანი პატარა ჯვრისწერა გვინდოდა 2008 წლის 8 აგვისტოს. საქართველოშ 2 აგვისტოს ჩამოვედით. ჯვარი დავიწერეთ სამების საკათედრო ტაძარში, მამა ადამმა დაგვწერა ადრე დილით დაგვწერა ჯვარი. წამოვედით მცხეთაში და ოფიციანტებმა გვითხრეს, რომ რუსეთმა დაარტყა საქართველოს. დაიშალა სუფრა, ყველა გარბოდა. ჩემი ჯვრისწერის ვიდეო არ მაქვს, რადგან ოთხი ტელეკომპანიის კამერა, რომელსაც ჩემი ქორწილი უნდა გადაეღო, ცხინვალში გავარდა გადასაღებად.

რაც შეეხება ცხონებული ტატუნაშვილის სიკვდილს. პრეტენზიას მიყენებთ, ოდესმე სადმე თუ მითქვამს ამის შესახებ. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ტელეკომპანია “დოჟდს” მივაწვდინე ხმა ამ შემაძრწუნებელ ფაქტთან დაკავშირებით, ჩენი ხარჯებით გადმოვაფრინეთ ჯგუფი, დავაკავშირეთ ქართულ მხარეს, სუპერ ანტირუსული განწყობის ხალხი, ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟლიანი და ა.შ. მათ გაუკეთეს ყველაფერს ორგანიზება და “დოჟდმა” გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომლითაც მიაწოდა ხმა ალტერნატიულ რუსეთს.

მე კატეგორიულ უარს ვამბობ ყველა სახელმწიფო შეკვეთაზე. არც ერთ სახელმწიფო კონცერტზე, 25 წლის განმავლობაში, არ ვარ დაფიქსირებული. ვამბობ უარს ყირიმში კონცერტზე. შარშან 14 კონცერტზე ვთქვი უარი ყირიმში, ეს არის 240 ათასი ევრო. ოდესმე საქართველოსთვის თუ გითქვამთ უარი ამხელა თანხაზე, არა მგონია…”

 

View this post on Instagram

 

“ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი” –

A post shared by witch ? (@mari_nakani) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g