LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტექდათვალიერება ყველა მიკროავტობუსს გავლილი ჰქონდა”

171

„თბილისის მიკროავტობუსი“ სახელმწიფო აუდისტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არც ერთი მიკროავტობუსი არ დაიშვება სამუშაოდ ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუდიტის ანგარიშში ცდომილებებია და რეალურად ყველა მიკროავტობუსს, რომელიც ემსახურებოდა იმ მომენტისთვის მომხმარებელს, ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა.

“იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ქალაქ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გარკვეული ცდომილებით, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი“ მოხვდა საყოველთაო ინტერესის ქვეშ, რის გამოც გვიწევს აღნიშნული განცხადების გავრცელება.

მოგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურს, როდესაც ის საუბრობს მიკროავტობუსების მიერ ტექდათვალიერების გავლის შესახებ, საანგარიშოდ აღებული აქვს ექვს თვიანი მონაკვეთი, რაც არასწორია, რადგან ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ემსახურება „თბილისის მიკროავტობუსს“, ტექნიკური დათვალიერების გავლა უწევს ინდივიდუალურად. შესაბამისად, აღნიშნულ საანგარიშოდ გამოყენებულ ექვს თვეში ბუნებრივია, ათას რვაასი მიკროავტობუსიდან, რომელიც ემსახურება დედაქალაქს, ყველას არ ექნებოდა გავლილი ტექდათვალიერება.

თუკი აუდიტის სახელმწიფო სამსახური, ორივე ექვსი თვის მონაცემებს დააჯამებდა, რომელიც მას ასევე სახელმწიფო უწყებიდან – აკრედიტაციის ეროვნული ცენტრიდან უნდა მიეღო, ტექდათვალიერება გავლილი სამარშუტო ტაქსების ციფრი იქნებოდა ადეკვატური. აუდიტის სახელმწიფო სამსახურს კორექტირებისთვის აღნიშნული ანგარიში კომპანიისთვის არ გადმოუგზავნია.

იმისთვის, რომ არ შევიყვანოთ მომხმარებელი შეცდომაში, განვმარტავთ: კანონით დადგენილი წესით მიკროავტობუსებს ტექდათვალიერების გავლა უწევთ წელიწადში ორჯერ, ექსვთვიანი ინტერვალით, ყველა მიკროავტობუსისთვის ეს პერიოდი ინდივიდუალურია, (მაგალითად თუ ერთს ტექდათვალიერების გავლა უწევს 1 ივნისს, შესაძლებელია სხვა მიკროავტობუსს მოუწიოს 15 დეკემბერს). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააჯამებთ აუდიტის მიერ მიღებულ ციფრებს, მიხვდებით, რომ რეალურად ყველა მიკროავტობუსს, რომელიც ემსახურებოდა იმ მომენტისთვის მომხმარებელს, ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა.

მოგახსენებთ ასევე იმასაც, რომ თბილისის მიკროავტობუსის მფლობელობაში ორი ათასზე მეტი მიკროავტობუსია, ხოლო დედაქალაქს ემსახურება ათას რვაასი სატრანსპორტო საშუალება, რეზერვში მყოფ მიკროავტობუსებს, რომელიც რეალურად არ გამოდის ხაზზე სამუშაოდ და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შესაძლებელია არ ჰქონდეს ტექდათვალიერება გავლილი, მაგრამ არც ერთი მიკროავტობუსი, რომელიც ხაზზე მუშაობს და გადაჰყავს მომხმარებელი, არ დაიშვება სამუშაოდ ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე, რაც კომპანია თბილისის მიკროავტობუსის მონიტორინგის სამსახურის მიერ მკაცრად კონტროლდება. გარდა ამისა, ასევე მოგახსენებთ იმასაც, რომ ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მძღოლს ეძლევა ასევე კანონით დადგენილი ერთ თვიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მიკროავტობუსი ასევე განმარტავს, რომ კომპანია ავტოპარკს მუდმივად აახლებს.

„მოგახსენებთ იმასაც, რომ ავტოპარკის განახლებას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის მიერ ხდება მუდმივად, იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალებას აქვს იმ ტიპის ტექნიკური გაუმართაობა, რომელიც მას ხდის ექსპულატაციისთვის უვარგისს, ხდება მისი ჩანაცვლება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც ასევე გადის ტექ.დათვალიერებას ხაზზე სამუშაოდ გასვლამდე.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მთლიანად იზიარებს ზოგადად ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ პრობლემას და დედაქალაქის მასშტაბით მოძრავი ექვსასი ათასამდე სატრანსპორტო საშუალებიდან, კომპანიის კუთვნილი ათას რვაასამდე მიკროავტობუსის გამართული მუშაობისთვის, გააკეთებს ყველაფერს, რაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს რაც კერძო კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებშია, რადგან სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ ტექნიკური დათვალიერების ცენტრებში.

კომპანია იტოვებს უფლებას, სთხოვოს მედიასაშუალებებს, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისგან თავის დაზღვევის მიზნით არ გაავრცელოს მცდარი ინფორმაცია“ – აღნიშნულია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g