ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი იმამ ზამანის მეჩეთში აიფეთქა, რომელიც ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქებას სროლები მოჰყვა.
პოლიცია აფეთქების ფაქტს ადასტურებს. მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა ათს შეადგენდეს.
ავღანეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ამჯერად პროვინცია გურში ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
ტერაქტზე პსუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.