LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა

117

პაკისტანში ქალაქ ქუეტაში საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა შორის ადვოკატები და ჟურნალისტები არიან. აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც საავადმყოფოში ცნობილი ადვოკატის ბილალა კასის ცხედარი მიასვენეს, იგი რამდენიმე საათით ადრე სასამართლოსკენ მიმავალი მოკლეს.

თავდამსხმელის სამიზნე ადამიანების დიდი ჯგუფი იყო, რომლებიც ადვოკატთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ. აფეთქების შემდეგ გაისმა ავტომატის ჯერიც, ამბობენ თვითმხილველები.

მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა, ჯერ-ჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g