LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერიტორიების დაბრუნება გონიერებითა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ: კალაძე

53
კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ გონიერებითა და ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გამთლიანება.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად რთული გზა გამოიარა ქვეყანამ და რამდენი გამოწვევა იყო. ძალიან რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შედეგ დაბრუნებისთვის.

მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც მონაწილეობდა ამ ბრძოლაში, სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დავკარგეთ.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ამ ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ:

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საარჩევნო კამპანიაში გარედან ჩარევა არ უნდა დავუშვათ, ერთად უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები – პრეზიდენტი მედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g