„ტერმინატორის“ ვარსკვლავი ედვარდ ფურლონგი მის მიერ განსახიერებული გმირისგან, ჯონ კონორისგან ვიზუალურად რადიკალურად განსხვავდება. ფურლონგის მონაწილეობით „ტერმინატორი 2 : განკითხვის დღე“ 1991 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
39 წლის მსახიობი მეგობარ ქალთან ერთად ლოს-ანჯელესში გადაიღეს. გაუპარსავი სახე, ვიწრო ჯინსის შარვალი და დასვრილი მაისური პაპარაცებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.
ედვარდი დიდი ხანია ალკოჰოლიზმსა და ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის.