მალის დედაქალაქში სასტუმრო „რადისონ ბლუში“ 170-მდე ადამიანი კვლავ ისლამისტების ტყვეობაში რჩება. „სიენენი“ ავრცელებს ინფორმაციას სამი გარდაცვლილის შესახებ. დაკავებულებს შორის სასტუმროს 140 სტუმარი, 30 კი მომსახურე პერსონალია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ტყვეების ნაწილმა თავის დაღწევა შეძლო. ამასთან, ტერორისტები ათავისუფლებენ იმ მძევლებს, რომლებმაც ყურანის ციტირება შეძლეს.
ტერორისტები ბამაკოში მდებარე სასტუმროში მივიდნენ მანქანით, რომელსაც დიპლომატიური ნომრები ჰქონდა, ამბობს თვითმხილველი.
„სიენენის“ ცნობით, გარდაცვლილთაგან ერთი ფრანგია, ორი კი მალის მოქალაქე. მძევლებს შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის – გაეროს წარმომადგენლები.
სამართალდამცველები და ჯარისკაცები სასტუმროს გარშემო არიან მობილიზებული, მათ შეძლეს რამდენიმე მძევლის გათავისუფლება.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერ-ჯერობით, არცერთი დაჯგუფება არ იღებს.