LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტების მიერ მოკლულის ქმრის ემოციური წერილი ISIS-ს : მე თქვენ არ შეგიძულებთ!

83

13 ნოემბერს პარიზში, საკონცერტო დარბაზ “ბატაკლანში” დატრიალებული უბედურების დროს გარდაცვლილი ჰელენ ლეირისის მეუღლემ, ანტუან ლეირისმა “ფეისბუქის” გვერდზე სულისშემძვრელი წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ათეულობით ადამიანის სიკვდილში დამნაშავე ტერორისტებს მიმართა. 35 წლის ჰელენი ვიზაჟისტი იყო და იმ დღეს მეგობრებთან ერთად  კონცერტს ესწრებოდა.

“პარასკევს ღამით, თქვენ მომპარეთ გამორჩეული სიცოცხლე, ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი ვაჟის დედა – თუმცა მე თქვენ არ შეგიძულებთ.

არ ვიცი ვინ ხართ და არც მაინტერესებს, თქვენ მკვდარი სულები ხართ.

ყველა ტყვია, რომელიც ჩემს ცოლს მოხვდა, ჭრილობაა იმ ღმერთის გულში, რომლის სახელითაც თქვენ კლავთ და რომელმაც სინამდვილეში ჩვენ თავის ხატად და სახედ შეგვქმნა.

არა, თქვენ ჩემგან საჩუქრად სიძულვილს ვერ მიიღებთ!

თქვენ გსურდათ, შემშინებოდა და ჩემი თანამოქალაქეებისთვის შემეხედა უნდობლად, უსაფრთხოებისთვის შემეწირა თავისუფლება, რასაც ვერ ეღირსებით. თქვენ დამარცხდით!

ჩემი ცოლი ამ დილით ვნახე, საბოლოოდ, დღე-ღამის ლოდინის შემდეგ.  ის ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც პარასკევს ღამით. სწორედ ისეთი, როგორიც უგონოდ შემიყვარდა 12 წლის წინ.

რა თქმა უნდა, განადგურებული ვარ ამ ტკივილისგან.მე გაძლევთ ამ პატარა გამარჯვებას, თუმცა ეს ტანჯვა ხანმოკლე იქნება.

ვიცი, რომ ის ყოველდღე ჩვენთან იქნება და ვიპოვით ერთმანეთს იმ სიყვარულის სამოთხეში, სადაც თქვენი ადგილი არასოდეს იქნება.

ჩვენ მხოლოდ ორნი ვართ, ჩემი ვაჟი და მე, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე მთელი მსოფლიო.

თქვენთვის მეტი დრო აღარ მაქვს. უნდა მივხედო მელვილს, რომელიც მალე გაიღვიძებს.

ის ახლა 17 თვის არის. ჯერ შეჭამს, როგორც ყოველთვის, შემდეგ ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის. მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში ბიჭი გაგაწამებთ, რადგან იქნება ბედნიერი და თავისუფალი, რადგან, არა, ვერც მის სიძულვილს ეღირსებით”,- წერს ლეირისი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g