“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, მისი შვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ამჯერად, გადაცემაში “სთორი” საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ტერორისტი შვილი არ გაუზრდია.
«ერთდაერთი, ვისაც ნიკა უჯერებს ეს დედამისია … ის 4 სასწრაფო, რომ ვნახე დაყენებული უკვე მიხვდი, რომ ესენი სისხლს დაღვრიდნენ.
ტერორისტი შვილი მე არ გამიზრდია … შეუძლებელია, მაგრამ ყოველთვის მამაჩემის ყურში – არასოდეს ანზორ, როცა ბოროტებას გაგიკეთებენ, ბოროტებით არავის არ უპასუხო “.- ამბობს ანზორ მელია.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23, დილას, 10 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს.
მანამდე კი, სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისში ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გაუშვეს, რასაც შემდგომ ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა.
ნიკა მელიას საქმეზე ადვოკატების სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი – მეუფე იაკობი მელიაზე