ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შესულმა ტერორისტმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ვადა 18:00 საათამდე მისცა.
შემთხვევის ადგილიდან მედიის წარმომადგენლები გაჰყავთ. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქში სნაიპერები გამოჩდნენ და ვერტმფრენიც დაეშვა.
ტერორისტის ბოლო გზავნილი, რომელიც ერთ-ერთმა მძევალმა გააჟღერა, ასეთია:
„უმთავრესი ის არის, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს. ყველანაირი მცდელობა შემოჭრის, დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის, ვინც აქ არის. უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ცხადია, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის არ სჭირდება. სამართალდამცველები კონტაქტზე არ გამოდიან, რის საქმის კურსშიც არიან, ალბათ, ის არის, რასაც თქვენ გადასცემთ. სატელეფონო კავშირზე არავინ არ გამოდის“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.
შსს-ს საგანგებო განცხადება: რა ხდება ზუგდიდში