ელექტრო ქროსოვერი Tesla Model X და ყველგანმავალი Toyota Land Cruiser Prado ერთმანეთს ბაწრის გადაქაჩვაში შეეჯიბრნენ. რგოლი YouTube-ზე, Bjørn Nyland-ის არხზე გამოქვეყნდა.
შერკინებაში Tesla P90D-ის მოდიფიკაციით იბრძოდა, ავტომობილი ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ჯამში 762 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილის მასა 2468 კილოგრამია.
Toyota Land Cruiser Prado კი დიზელის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 173 ცხნის ძალას ავითარებს და 2 850 კილოგრამს იწონის.