არაკომერციული ორგანიზაცია და გამოცემა Consumer Reports არ უწევს რეკომენდაციას Tesla-ს სამოდელო რიგის ყველაზე ხელმისაწვდომ მოდელს – Model 3-ს. ტესტირებისას სპეციალისტები სამუხრუჭე სისტემის მუშაობით უკმაყოფილოები დარჩნენ და ასევე ავტომობილის ზოგიერთი ფუნქციის რთული მართვა აღნიშნეს.
ესტრემალური დამუხრუჭებისას, ელექტროქარის სამუხრუჭე მანძილი 96 კმ/საათით მოძრაობისას, 46,33 მეტრს შეადგენს. ამ მაჩვენებლით Tesla Model 3 თავისი კლასის ნებისმიერი მოდელს ჩამორჩება. თავად სრულზომიან პიკაპს – Ford F-150-ს სრული გაჩერებისთვის 44,2 მეტრი სჭირდება.
მუხრუჭის ეფექტურობის მნიშვნელოვანი კლებისა და შედეგების მერყეობის გამო, Consumer Reports-ის სპეციალისტებმა მეორე ავტომობილიც გატესტეს. ტესტის შედეგები პრაქტიკულად იდენტური აღმოჩნდა.
Car and Driver-ის ტესტირების განყოფილების ხელმძღვანელმა მუხრუჭების დაბალი ეფექტურობა დაადასტურა. „11 წლის განმავლობაში არ მინახავს ავტომობილი, რომელიც ასეთ მერყევ შედეგებს იძლევა ტესტირებისას. ეს ძალიან უცნაურია“ – კანაცხადა კ.ს. კოლველმა.
Tesla-ს წარმომადგენელმა პასუხად პირობა დადო, რომ მოდელის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის მორიგი განახლებისას, სამუხრუჭე სისტემის ალგორითმს შეცვლის.