„ტესლამ“ model 3-ის ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსიის გაყიდვა დაიწყო. საინტერესო მოდიფიკაციის Standard Range-ის ფასი შტატებში 36 200 დოლარი იქნება. როგორც ცნობილია, ერთი დამუხტვით სპორტქარს 354 კმ-ს გავლა შეუძლია.
„იაფფასიან“ „ტესლას“ შედარებით უფრო ძლიერი ვერსიაც აქვს Standard Range Plus და მისი სვლის მარაგი 386 კმ-ია. 0-დან 97 კმ-ს სედანი 5,6 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 209 კმ/სთ-ს შეადგენს.
ხოლო, რაც შეეხება plus ვერსიას, იგივე მანძილის გასავითარებლად მას 5,3 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ს აღწევს.