კროსოვერ Tesla Model Y–ს დღესდღეობით მხოლოდ 5–ადგილიანი ვერსია აქვს და ილონ მასკმა ახალი მოდიფიკაციის გამოსვლა დააანონსა.
მილიარდელს ტვიტერზე კითხვა დაუსვეს, თუ როდის გამოჩნდებოდა ბაზარზე 7–ადგილიანი კროსოვერი, მან უპასუხა რომ ახალი ელექტროქარის ხილვას საზოგადოება 2020 წლის მეოთხე კვარტალში შეძლებს.
„ტესლას“ ახალი მოდიფიკაციის ფოტო ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია, ამიტომ გაურკვეველია თუ სად უნდა ჩაემატოს დამატებითი სავარძლები. ელექტროქარს არც საბარგულში არ აქვს დიდი ადგილი, რაც დამატებითი რიგის შექმნას კიდევ უფრო წარმოუდგენელს ხდის.
ელექტრონული კროსოვერი Model Y სედანი Model 3–ის ბაზაზეა აწყობილი და საფირმო „არწივის კარებები“ აქვს. როგორც წესი, „ტესლას“ ახალი მოდელები ბაზარზე დაგვიანებით გამოყავს ხოლმე, თუმცა კროსოვერის შემთხვევაში პრემიერა დაანონსებულ ვადაზე ადრეც კი შედგა.