ამერიკულმა საკურიერო სამსახურმა United Parcel Service (UPS) ამ დროისათვის Tesla-ს სატვირთოებზე ყველაზე მსხვილი შეკვეთა განახორციელა. კომპანიამ 125 სატვირთო შეუკვეთა.
Tesla-ს სატვირთოს ფასი 150 000 დოლარიდან იწყება. ამ გზით გამოდის, რომ UPS-ს შეკვეთა 18 მილიონ 750 ათასი დოლარი უჯდება. ამჟამად ამერიკული ავტომწარმოებელი ავტომობილებზე 20 000 დოლარის ღირებულების დეპოზიტებს იღებს.
ამ დრომდე Tesla-ს სატვირთოების ყველაზე მსხვილი დამკვეთი კომპანია PepsiCo იყო, რომელიც ბრენდებს Pepsi-სა და Lay’s-ს ფლობს. მან წინასწარი შენატანი 100 სატვირთოზე გააკეთა. ავტომობილები უკვე არსებულ ავტოპარკს მიემატებიან, რომლიც 10 000 ავტომობილს ითვლის.
წინათ 40 ელექტროსატვირთო ფირმა Anheuser-Busch-მა შეუკვეთა, რომელიც Budweiser-ის მარკის ლუდს აწარმოებს. კიდევ ათი სატვირთო სურს DHL, ასევე Wal-Mart-სა და Sysco-ს. მთლიანობაში, Tesla Semi-ის წინასწარი შეკვეთების რაოდენობა 410 ეგზემპლარს არ აღემატება. მხოლოდ წინასწარი შეკვეთების წყალობით, ავტომწარმოებელმა რვა მილიონ დოლარზე მეტი უკვე მოაგროვა.
სატვირთო Tesla Semi ნოემბერში გამოჩნდა. სიახლე ორი მოდიფიკაციით არის წარმოდგენილი – სვლის 482 კილომეტრიანი და 800 კილომეტრიანი მარაგით. სატვირთო ოთხი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი. ას კილომეტრს სრული დატვირთვით, რაც 36 ტონას გულისხმობს, 20 წამში კრებს.
Tesla Semi-ს წარმოება 2019 წელს დაიწყება.