„ტესლას“ ელექტროქარები აღჭურვილია უამრავი კამერით, რომელიც გარემოს მაშინაც კი აფიქსირებს, როდესაც ავტომობილი პარკინგზეა გაჩერებული.
ამ ფუნქციამ თავისი ეფექტურობა არაერთხელ დაამტკიცა: რეგისტრატორს შორი ახლოს მომხდარი უცნაური მოვლენა თუ ინციდენტი ბევრჯერ დაუფიქსირებია. ამჯერად კამერის ობიექტივში სამედიცინო პირბადეებით დაფარული გამტაცებლები გამოჩნდნენ და იქვე მდგომი Porsche 911 Carrera მოიპარეს.
Porsche Carrera 2, matricula 2397DBK robado en Benicassim, Castellón, anoche a las 3:20 AM. Va a ser complicado, pero si alguien sabe algo o conoce a alguien en el video o fotos, mis DMs están abiertos.
Gracias pic.twitter.com/o3RTDIxlFs
— Jose (@josejacas) July 12, 2020
ინციდენტი ესპანეთში, კასტელონის პროვინციაში მოხდა. კადრებში ჩანს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც სახე სამედიცინო ნიღბით აქვთ დაფარული. მათ „ტესლას“ სიახლოვეს დაპარკინგებული „პორშე“ გატეხეს, შემდეგ ერთი მათგანი საჭესთან დაჯდა, დანარჩენები კი ავტომობილის გაყვანაში დაეხმარნენ. „ტესლას“ კამერების დამსახურებით დანაშაულის შესახებ ადგილობრივ პოლიციას დაუყოვნებილ აცნობეს და გატაცებული პორშე პატრულმა მალევე იპოვა.
დამნაშავეებზე საყოველთაო ძებნა გამოაცხადეს.