LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრეული, რომელიც საწოლში სასურველ კლიმატს შექმნის

85

Smartduvet Breeze – ეს არის საკმაოდ საინტერესო იდეა, რომლის რეალიზაციისთვის თანხმების მოძიება პლატფორმა IndieGoGo-ზე უკვე მიმდინარეობს. საუბარია საწოლის თეთრეულზე, რომელიც უნიკალური კლიმატ-კონტროლით იქნება აღჭურვილი.

სიახლე წარმოადგენს ორიგინალურ დევაისს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი – ეს არის ქსოვილი, რომელიც თქვენი საბნის ქვეშ თავსდება, მეორე  კი მოწყობილობა, რომელიც თქვენი საწოლის ქვეშ მაგრდება. სწორედ ამ უკანასკნელზე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ტემპერატურა შეარჩიოთ. გამოსავალი მაშინაც არსებობს, როდესაც ერთს სცივა, ხოლო მეორეს სცხელა: შესაძლებელია ქსოვილის ერთი ნაწილი გათბეს, ხოლო მეორე – გაგრილდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები