LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი – პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს

116
1xhs836fnvc4td1

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის განვითარებას აკვირდება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე.

ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.

“პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს უკრაინაში განვითარებადი სიტუაციის მონიტორინგს და რეგულარულად ეცნობა ადგილზე მოვლენებს მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის დახმარებით. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე შეტევა ნებისმიერ დროს განახორციელოს”, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g