სილამაზის კონკურსის „მის სამყარო ზიმბაბვე“ გაიმარჯვა თეთრკანიანმა ქალმა. ამის შესახებ იუწყება ადგილობრივი გამოცემა The Herald.
კონკურსი ამ აფრიკულ ქვეყანაში პირველად ჩატარდა ბოლო 22 წელიწადში. ტიტული დაისაკუთრა 21 წლის მოდელმა ბრუკ ბრუკ ჯექსონმა (Brooke Bruk Jackson).
ნოემბერში გოგონა სალვადორში წავა და იქ ზიმბაბვეს „მის სამყაროზე“ წარადგენს.
ჯექსონს ეკუთვნის ფულადი პრიზი 10 ათასი დოლარი. გარდა ამისა, მრავალფეროვანი საჩუქრები სპონსორებისგან, გამგზავრება ჩანჩქერ ვიქტორიაზე, უფასო აპარტამენტები ორი წლით და Apple-ის ახალი პროდუქტები.
ჯექსონი ბოლო დროს ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში კოსმეტოლოგად მუშაობდა.
გამოცემა Newsweek ამტკიცებს, რომ ჯექსონის გამარჯვება არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. „ის ზედმეტად თეთრია, რომ შავკანიანი ადამიანების ქვეყანა წარადგინოს“, – უწერია ვიღაცას სოცქსელში. „რა ირონიაა, რომ თეთრი გოგონა „მის ზიმბაბვე“ ხდება, ხოლო ევროპული ქვეყნების კონკურსებზე ფერადკანიანებს გზავნიან“, – დაწერა კიდევ ერთმა.
ევროპელები ზიმბაბვეს მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ.