თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა, რომელსაც ხანძარი მოჰყვა. აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ჩამონგრეულია საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართული.
ადგილზე მობილიზებულის სახანძრო სამაშველ სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.