LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Times-ის ექსკლუზივი: ვინ წაახალისა პუტინი უკრაინაში შეჭრისკენ – 3 რუსის ვინაობა ცნობილია

127
BeFunky-collage - 2022-11-03T234547.407

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრისკენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ФСБ-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა წაახალისეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times-ი რუსეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბორტნიკოვისა და პატრუშევის გარდა, პუტინის ომის დაწყების გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა მილიარდერმა იური კოვალჩუკმა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყოყმანობდა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსეთის გავლენიან წრეებში ომის დაწყების შესახებ ინფორმაციას რეალობად არ აღიქვამდნენ და სიცრუე ეგონათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g