LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Weeknd ბელა ჰადიდის დაბრუნებას ცდილობს

49

მოდელ ბელა ჰადიდთან დაშორების შემდეგ, The Weeknd-ს რომანი სელენა გომესთან ჰქონდა, თუმცა წყვილის გზები რამდენიმე კვირის წინ გაიყო.

ხმები იმის შესახებ, რომ მარტოდ დარჩენილი მუსიკოსი ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს, ბოლო პერიოდში აქტიურად დადის. ცნობილი ხდება ისიც, რომ ბელას სრულებით იგნორში ჰყავს ყოფილი ბოიფრენდი და მის ზარებსა და მოკლე ტექტურ შეტყობინებებზე არ რეაგირებს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ Victoria’s Secret-ის ჩვენების შემდეგ, ვარსკვლავმა ჰადიდს გრანდიოზული თაიგული გაუგზავნა და მას მცირე წერილიც დაურთო, სადაც ამბობს, რომ ამაყობს მისით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები