the Weeknd-ის 2019 წლის სიმღერის – Blinding Lights კლიპმა, რომლის პრემიერა 2020 წლის 21 იანვარს შედგა, YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. შედეგად, ვიდეო YouTube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” შევიდა.
ლას-ვეგასისა და ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ქუჩებში გადაღებული მუსიკალური რგოლი, არტისტის მეშვიდე ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ ნიშნულს მიაღწია.
https://www.instagram.com/p/DUl_1E2lUFj/?igsh=MXB5bTU5eWdndTJjNw==
იქამდე იმავე შედეგი ტრეკების –Starboy, The Hills, Save Your Tears, Can’t Feel My Face, I Feel It Coming და Call Out My Name კლიპებს ჰქონდა. მათგან ორი ჩანაწერი – Starboy და I Feel It Coming, Daft Punk-თან კოლაბორაციით შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ სინგლების – Starboy და The Hills ვიდეოების ნახვებმა ორ მილიარდსაც გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ YouTube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბი” არის პლატფორმაზე იმ ყველაზე წარმატებული მუსიკალური ვიდეოების კრებული, რომლებმაც 1 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს.