LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TI: „ქართული ოცნების“ შემდეგ, პრორუსული პარტია „ალტ-ინფო“ შემოწირულებებით მეორე ადგილზეა

90
„ალტ-ინფო“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი პოლიტიკური შემოწირულება, „ქართული ოცნების“ შემდეგ, პრორუსულმა პარტიამ „ალტ-ინფომ“ მიიღო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მმართველმა პარტიამ 666 000 ლარი მიიღო, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ („ალტ-ინფო“) 393 611, „ლელომ“ კი – 370 600.

მეოთხე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 212 907 ლარით, მეხუთეზე კი – „ევროპული საქართველო“ 130 484 ლარით.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ შემოწირულებების აბსოლუტური უმრავლესობა, ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ არის განხორციელებული.

მათ შორის არიან: ნატო ხაინდრავა, ზურაბ გოგუა და გოჩა ჩიკვილაძე, რომელთაც მმართველ პარტიას ერთსა და იმავე დღეს, ჯამში, 100 000 ლარი შესწირეს.

„ეს პირები სხვადასხვა სახით დაკავშირებულნი არიან „სს ქართუ ბანკთან“ და „სს ქართუ ჯგუფთან“. ჩამოთვლილ სამ პირს წარსულში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 840 000 ლარამდე აქვთ შეწირული.“– წერს ორგანიზაცია.

2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყველა პარტიამ ჯამში, 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.

magti 5g