LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიბისი ბანკმა“ გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან 70 მლნ დოლარი მოიზიდა

87

„თიბისი ბანკმა“ გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

„აღფრთოვანებული ვართ „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის პროფესიონალიზმითა და მათ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით. ჩვენთვის საამაყოა „თიბისი ბანკთან“ სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ვთვლით, რომ აღნიშნული რესურსი ბანკის კლიენტებს განვითარებაში, ხოლო ქვეყანას სამუშაო ადგილების შექმნაში შეუწყობს ხელს“, – განაცხადა DEG-ის ფინანსური ინსტიტუტებისა და გერმანიის ბიზნესსაწარმოების სამსახურის უფროსმა, პეტრა კოტემ.

„გვეამაყება, რომ „თიბისი ბანკი“ DEG-ის გრძელვადიანი პარტნიორია. 20 წლის მანძილზე წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, DEG-მა „თიბისი ბანკს“ დახმარება გაუწია არაერთი სასესხო პროდუქტის, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და კაპიტალში ინვესტიციების სახით. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუციის წარმატებულ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, -განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, DEG 55 წელზე მეტია რაც განვითარებად ბაზრებზე კერძო ორგანიზაციებს დახმარებას უწევს. მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფინანსური რესურსის გამოყოფას, ისე ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g