LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი ბიზნესი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

387
დავით პაპიაშვილი

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს.

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, Online შეხვედრის რეჟიმში, საგადასახადო საკითხებზე ტრენინგს გაუძღვება დავით პაპიაშვილი – აუდიტორული კომპანია „KRESTON GEORGIA”-ს მმართველი პარტნიორი.

ტრენინგი შეეხება საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს.

ტრენინგზე განხილული იქნება:

  • საგადასახადო კანონმდებლობაში ბოლო 1 წლის განმავლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
  • სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სიახლეები და ტრენინგის ჩატარების მომენტისთვის საგადასახადო დაბეგვრის აქტუალური საკითხები.
  • საქართველოში მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის ძირითად პრინციპები.

დამსწრეები გაიგებენ, მიღებული ცოდნა მუშაობის პროცესში როგორ გამოიყენონ.

კომპანიის მმართველი რგოლი უშუალოდ არ არის ჩართული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების გამოანგარიშებაში. ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო დაბეგვრის პრინციპებისა და თავისებურებების ცოდნა მათთვის მნიშვნელოვანია. მენეჯმენტი მონაწილეობს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ტიპის საგადასახადო დაბეგვრა.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g