LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება

759
თიბისი ბიზნესი

პანელური დისკუსიების სერია – „ხუთშაბათის შეხვედრები“ ბრუნდება.

ახალი სეზონის პირველი შეხვედრა 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ლოლიტაში” გაიმართება თემაზე „Youtube – ბიზნესი ბიზნესებისთვის“.

მრგვალი მაგიდის გარშემო ამჯერად გიორგი კალატოზი (იუთუბერი), ნინუცა ორჯონიკიძე (იუთუბერი) და სალომე ყალიჩავა („სეტანტას“ Community Impact Head) შეიკრიბებიან. 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები ისაუბრებენ ქართული იუთუბის ეკოსისტემაზე – რა ბიზნესმიდგომები მუშაობს, როგორ ხდება კონტენტის მონეტიზაცია და რა ღირებულებას უქმნის იუთუბი ბრენდებს.

სპიკერები, საკუთარი გამოცდილების მაგალითზე, ახალი არხების ათვისების მნიშვნელობაზე, კონტენტის ხარისხსა და თანამედროვე ბიზნესმოდელებზე გაამახვილებენ ყურადღებას. 

თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია, წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

წარმატება გზაშია, მთავარია, გჯეროდეს!

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g