LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

858
თიბისი კონცეპტი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წელს კახეთი მეცხრედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში 11 ოქტომბერს ჩატარდება.

წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს.

13:00 | ღვინის დეგუსტაცია.

14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს სალთ ფინათსი, რომლისსპეციალური სტუმარი მომღერალი რეიჩელ დოუ იქნება.

Salt Peanuts Show გთავაზობთ დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მოგზაურობისა და ცოცხალი შესრულების უნიკალურ სინთეზს. შოუ მსმენელს მუსიკის სხვადასხვა ეპოქასა და ჟანრში ამოგზაურებს: ლეგენდარული ლუი არმსტრონგისა და ლუი პრიმას ჯაზ-სვინგით დაწყებული, ელვის პრესლის, როი ორბისონისა და ჯერი ლიუისის როკ-ენ-როლით დამთავრებული; დამატებული იტალიური მუსიკის ელემენტები, ფრედ ბუსკალიონეს ირონიული სტილი, რენატო carosone-ს ენერგიულობა და ადრიანო ჩელენტანოს სახასიათო შესრულება, ყველაფერი ეს ერთად ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და კიდევ უფრო ამდიდრებს შოუს დინამიკას.

ფესტივალის სტუმრებს, შოუს პარალელურად, იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო, მუსიკის ფონზე, ტრადიციულად, იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

19:00 | სადღესასწაულო განწყობას ბოლრუმში გააგრძელებს ჯაზის ამომავალი ვარსკვლავი პიანისტი და მომღერალი ფრანჩესკა ტანდოი თავისი ტრიოთი. იტალიელი მუსიკოსი კრიტიკოსებისა და კოლეგების მხრიდან აღიარებულია, როგორც ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ახალგაზრდა ტალანტი. სულ რამდენიმე წელიწადში მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მსოფლიო დონის პიანისტმა და ვოკალისტმა.

21.00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ამერიკელი ბასისტი ნიკ ვესთი.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“.

ფესტივალს, ტრადიციულად, წარმოადგენს თიბისი კონცეპტი. ოფიციალური სპონსორია ვიზა.

სპონსორები: პორშე, თეგეტა, ისი პარი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს კულტურის სამინისტრო; კომპანია ალმა და Homeland of Wine Magazine.  მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. თიბისის კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g