LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

527
თიბისი კონცეპტი

თიბისი კონცეპტმა შოპინგის განსაკუთრებული დღისთვის მისი ყველა ბარათის მომხმარებელს, ტრადიციულად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. 28 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 100-მდე პარტნიორი ობიექტის სხვადასხვა კატეგორიაში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ.

გაეცანით კონცეპტ ბარათების Black Friday შეთავაზებებს და გაამზადეთ სურვილების სია:

თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათების შეთავაზებები

Boss, Zegna, Hugo, Garderobe, Paul&Shark, Gentleman – ამ მაღაზიებში, 28, 29 და 30 ნოემბერს, Mastercard ბარათებით გადახდისას, 30%-იან ქეშბექს ულიმიტოდ დაიბრუნებთ.

სპეციალურად Mastercard ბარათის მფლობელებისთვის, მხოლოდ 28 ნოემბერს, ფასდაკლებებთან ერთად, 25%-იანი ქეშბექ შეთავაზება იმოქმედებს არომატეკასა და ჯო მალოუნში, სადაც ბარათის მფლობელებს, ჯამში, 300 ლარი დაუბრუნდებათ.

თიბისი კონცეპტ Visa ბარათის შეთავაზებები

28 ნოემბერს, ოკტოპუს ფინტეს კლუბში, წრეში და Gold’s Gymში აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, თანხის 30%-ს, ჯამში, მაქსიმუმ 150 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებთ.

Black Friday-ის შეთავაზებების ბოლო დღეს, 30 ნოემბერს კი, Visa მომხმარებლები, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში, 30%-იანი ულიმიტო ქეშბექით ისარგებლებენ, რომლის დეტალებსაც, სულ მალე, თიბისი კონცეპტის შეთავაზებების გვერდზე იხილავთ

ახალი თიბისი კონცეპტ Visa და Mastercard ბარათები

მხოლოდ 28 ნოემბერს, ახალი თიბისი კონცეპტ Visa და Mastercard ბარათებით, 100-მდე პარტნიორ ობიექტში გადახდისას, თანხის 30%, ჯამში, მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

შეთავაზებები, რომლებიც თიბისი კონცეპტის ნებისმიერ ბარათზე მოქმედებს

თუ სურვილების სიაში პრიორიტეტი ახალი სპორტული სამოსის ან აღჭურვილობის შეძენა გაქვთ, ადრენალინში 28, 29 და 30 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით  გადახდისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში, მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ. 

აიღე თიბისი კონცეპტ ბარათები და ისარგებლე მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!

ყველა Black Friday შეთავაზების  დეტალური პირობების სანახავად გადადი ბმულზე.  

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g