LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

540
თიბისი კონცეპტი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, სასტუმროში „ტელეგრაფი“, Tatuza Jazz Club იხსნება, რომელიც ლეგენდარული ბასისტის თამაზ ყურაშვილის – თათუზას სახელს და მემკვიდრეობას ატარებს.

გახსნის საღამოს, 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, სცენას მსოფლიო ჯაზის სამი დიდოსტატი – სტენლი კლარკი, ბექა გოჩიაშვილი და დენის ჩემბერსი დაიკავებენ.

ბილეთების შეძენა უკვე შასაძლებელია ბმულზე. თიბისი WM ვიზა ბარათით შეძენისას ბილეთზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათით შეძენისას კი მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

საქართველოში ჯაზი ყოველთვის სცდებოდა აკადემიურ საზღვრებს – ის იყო სულიერი ენა, იმპროვიზაციის პლატფორმა, თავისუფლების ხმა. საბჭოთა წლებშიც კი, როცა კონტროლი ყველაფერ განსხვავებულს ახშობდა, ჯაზი რჩებოდა წინააღმდეგობის სიმბოლოდ, სინათლესავით მღელვარედ გაჟღერებულ იმპულსად სიბნელეში.

ამ ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია თამაზ ყურაშვილს – უნიკალურ შემსრულებელს, მასწავლებელს და მოტივატორს, რომელმაც ათეულობით მუსიკოსის გზა განსაზღვრა. თათუზა გახდა ქართული ჯაზის მამა-დამფუძნებელი.

კლუბის კონცეფციაზე ლეგენდარულმა ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა Xavier Fabre-მა იმუშავა, რომელმაც შექმნა სივრცე განსაკუთრებული აკუსტიკისთვის საჭირო იშვიათი მასალებით. ინტერიერი ქართველმა დიზაინერმა ქეთუნა ყრუაშვილმა გააფორმა – იმპროვიზაციისა და კონცენტრირებული მოსმენის ატმოსფეროზე მორგებული სივრცე. კლუბის აუდიო სისტემაზე კი მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა ბრენდებმა – L-Acoustics და Meyer Sound (აშშ) იმუშავეს.

Tatuza Jazz Club ითანამშრომლებს ცნობილ კულტურულ ორგანიზაციებთან და პრომოუტერებთან:

  • Eastern Promotions – ცნობილი ქართული კომპანია, რომელიც მრავალი წელია ქართული ჯაზ ფესტივალის უკან დგას
  • Joel Chriss – ამერიკელი აგენტი და საერთაშორისო ჯაზ სცენის გავლენიანი ფიგურა
  • ლაშა გოჩიაშვილი – ახალგაზრდა ქართველი პრომოუტერი, რომელიც კლუბის პროგრამულ და არტისტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

კლუბი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ ჯაზ არტისტებს და თბილისში ახალ მუსიკალურ ეპოქას დაიწყებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g