LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის  ბიზნეს განათლების პროგრამაში, მაისში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო 

541
თიბისი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისში, შვიდი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.   

პირველი ტრენინგი პრობლემების სისტემური გადაჭრის თემატიკას დაეთმო. ინტერაქციულ  ვორქშოპზე, მონაწილეებმა რეალურ პრობლემებზე იმუშავეს და   ისწავლეს, როგორ უნდა იპოვონ ძირეული მიზეზები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.   

 მეორე შეხვედრის თემას  ფინანსების მართვის 10 ოქროს წესი წარმოადგენდა და მას Amadeo-ს დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი უძღვებოდა.   

მესამე შეხვედრა ციფრული მარკეტინგის თემატიკაზე ჩატარდა. ალექსანდრე ჩომახიძემ აუდიტორიას მეტას განახლებების და ალგორითმის ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო რჩევები გაუზიარა.  

მაისის  ტრენინგები  ასევე შეეხო საცალო ქსელებში შესვლის სტრატეგიას, საგადასახადო სიახლეებს და ხარჯების მართვის თემებსაც. მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ ინფორმაცია  ხარჯების ეფექტურად მართვისა  და  სწორი ფინანსური სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ.  

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა გრძელდება. ივნისის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაწყებულია და მასში ჩართვა თიბისის ბიზნეს მომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.   

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის, ბიზნეს განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.  

(R)

  

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები