LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“ ჩატარდება

447
თიბისი

თიბისის მხარდაჭერით, 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.  

ფესტივალის ფარგლებში, 15 მარტის ჩათვლით, ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“

2025 წლის ნომინაციებია:

  • დოკუმენტური სერია 
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი /Single Image/
  • მობილური ფოტო

კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც.

ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს: ნაიჯელ დიკინსონი /დიდი ბრიტანეთი/, თინა შელჰორნი /გერმანია/, ვოლფგანგ ცურბორნი /გერმანია/, რიჩარდ ბრამი /აშშ/, დინა ოგანოვა /საქართველო/, ვინს ჩიანი /აშშ/.

საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარს შეადგენს. პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 აშშ დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს – 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს – 500 აშშ დოლარი. 

კონკურსში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2025 წლის 2 მაისს.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოპებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. „ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. თიბისისთვის კი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g