LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

408
თიბისი

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. თიბისი, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია.

ფესტივალი, ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, მკითხველებს საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ პავილიონებში უმასპინძლებს.

მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში საბავშვო წიგნების და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

წელს, პირველად ფესტივალის გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების მოპირდაპირედ, ფლიმარკეტი გაიმართება. ადგილობრივი მეწარმეები მკითხველსა და დამთვალიერებელს სხვადასხვა აქსესუარსა და ქართულ ნაწარმს შესთავაზებენ.

ფესტივალზე შერჩეულ გამომცემლებთან, თიბისის მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათის მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ და გადახდილი თანხის 40%-ს უკან დაიბრუნებენ.

თიბისის სივრცეში, მე-11 პავილიონში, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა უფასოდ შეუკვეთონ და ადგილზე გაიაქტიურონ მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათები და ისარგებლონ საფესტივალო შეთავაზებებით.

(R)