LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

441
თიბისი

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა. 

მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. სტუდენტები, დამატებით, მიიღებენ 40%-იან ფასდაკლებას ჯიპისიში და 50%-იან ფასდაკლებას პსპ-ში. 

განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ საკუთარი ფინანსები. 

ნაკრები მუდმივ შეთავაზებებთან ერთად მოიცავს უფასო სადებეტო ბარათებს, SMS მომსახურებას, მობაილბანკს და ინტერნეტ ბანკს/hi app-ს. მოსწავლეები და სტუდენტები სარგებლობენ 0%-იანი საკომისიოთი საბანკო სერვისებზე, თანხის განაღდებასა და სავაჭრო ობიექტებში გადახდაზე. 

ნაკრების გამოწერა უფასოა და შესაძლებელია ვებგვერდზე ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში.

თიბისი მუდმივად უჭერს მხარს ახალი თაობის განვითარებას და ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები