LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნის ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების 600-დან 800 ლარამდე, ექიმების კი 5 000-ს ლარს აღემატება

4510
1

“იმ ექთნების ხელფასი, ვინც კოვიდკლინიკებშია დასაქმებული, დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე. სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე. ექიმების ხელფასი კი 5 000-ს ლარს აღემატება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, თუ როგორი იყო მედპერსონალის ხელფასი კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ანაზღაურება.

ტიკარაძის თქმითვე, ასევე, შესაძლებელია დანამატების კიდევ ზრდა და მენეჯმენტის გამართვის განხილვა:

“მე დავინტერესდი, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონების მასშტაბით, რამდენად ერთგვაროვანი იყო მიდგომა იმასთან მიმართებაში თუ როგორია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. არის დადგენილება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს და განსაზღვრავს საექიმო პერსონალის და ასევე საექთნო პერსონალის და ზოგადად კლინიკებში დასაქმებული ყველა ადამიანის სახელფასო ანაზღაურებას.

გამოიკვეთა, რომ ერთი ექთნის ხელფასი დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში. სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე. ექიმების ხელფასი აღემატება 5 000-ს ლარს. იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ რა იყო მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა ასევე, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა და მენეჯმენტის გამართვა.” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძემ ვაქცინაციის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა საინფორმაციო საშუალება პაციენტებისა და მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რათა არ გამოიყენონ იძულებითი წესი მოქალაქეების ვაქცინაციისთვის.

მინისტრმა მედპერსონალის კვალიფიციურობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, პაციენტების მართვაში მოხალისეებიც ჩაერთვებიან:

“მედპერსონალი უზრუნველყოფილია სამედიცინო ჰოლდინგის მხრიდან, არის კვალიფიციური მედპერსონალი, რომელსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და მათ ეს არ გაუჭირდებათ. საველე ჰოსპიტალს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. დიდი სიამოვნებით ჩავრთავთ მოხალისეებს და ასევე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელიც თავისი აქტივისტებითა და მოხალისეებით ჩაერთვება პაციენტების მართვაში”,- თქვა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები