ჯანდაცვის მინისტრი „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევით, მომხდარი აცრას არ უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმს აცრა 2 კვირის წინ გაუკეთდა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ადგილზე იმყოფება რეგულირების სააგენტო, მიმდიანრეობს მოკვლევა და დამატებითი ინფორმაციაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
,,რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია.“ – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძემ.
ვაქცინაციის პროცესში ჩართვას 55 წლის ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ