LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება და ვმუშაობთ მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზებაზე: ტიკარაძე

42
ტყი

მუშაობა უკვე დაწყებულია კლინიკურ სექტორთან, რათა მოხდეს მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ბავშვები დავიცვათ ამ ვირუსისგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში “საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელებამ და მოთხოვნამ პედიატრიულ საწოლზე”.

“მიმდინარეობს მსჯელობა როგორ განხორციელდეს პრევენციული ზომები უფრო ეფექტურად. მნიშვნელოვანია, იმ რეგულაციების ხარისხიანად გამოყენება, რომელიც მიწოდებული აქვს კერძო სექტორს. რეგულაციები განაპირობებს იმას, რომ ჩვენ დავდგებით თუ არა შემოდგომაზე იმ არჩევანის წინაშე, ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოკდაუნი.

რა თქმა უნდა, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა ამის ფუფუნებას ჩვენ არ გვაძლევს ის რიცხვები, რომელიც დღითიდღე არის მზარდი”,- განაცხადა ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g