LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„TikTok-ზე კრიტიკული ვიდეოს გამო, კურიერი სამართალდამრღვევად ცნეს და 2 ათასი ლარით დააჯარიმეს“ – საიას თავმჯდომარე სახიფათო ტენდენციებზე მიუთითებს

203
ნონა ქურდოვანიძე

„ძველ, ყველასთვის კარგად ცნობილ პრობლემებთან ერთად, გამოვკვეთეთ ახალი, სახიფათო ტენდენციებიც. ასეთია მაგალითად, ონლაინ სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო ადმინისტრაციული დაკავება და პირის სამართალდამრღვევად ცნობა“, – წერს სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე და პრობლემის საილუსტრაციოდ კონკრეტული საქმის დეტალებს ავრცელებს:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

ვიდეო ამ სათაურით იყო – „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ.

იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია.

იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ. კომენტარებში დავამატებ ბროშურას, სადაც ამ და სხვა საქმეებზე ნახავთ მეტ ინფორმაციას“. – წერს ნონა ქურდოვანიძე „ფეისბუკზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები