ავტორიტეტულმა ჟურნალმა Time-მა 2016 წლის საუკეთესო ფილმების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა. ათეულში ბევრნაირი პროექტი მოხვდა, როგორც მსოფლიო კინოგაქირავებაში გამოსული ფილმები, ისე ექსპერიმენტული და საფესტივალო ნამუშევრები, რომლებიც უამრავ ქვეყანაში ჯერ არც გამოსულა.
რეიტინგი საკმაოდ სადავოც აღმოჩნდა, რადგან თითქმის ყველა პრესტიჟული პრემიის ფავორიტი „ლა ლა ლენდი“ მასში მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.
Times-ის რჩეული ფილმების ათეული ასე გამოიყურება:
- „მთვარის შუქი“
- „პატერსონი“
- „ლავინგი“
- „ის ქალი“
- „სიჩუმე“
- „მანჩესტერი ზღვასთან“
- „კოშკი“ (დოკუმენტური ფილმი 1966 წელს ტეხასის უნივერსიტეტში სროლის შსახებ)
- „ლა ლა ლენდი“
- „ყველას რაღაც სურს“
- „მეჩეჩი“