LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კანდელაკი: „კითხვას ვსვამ: რუსეთი უძლებს თუ ნებდება?“

627
ფორტუნა - 2023-05-04T110440.093

3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ღამით, „კიევის რეჟიმს“ ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, კრემლის პროპაგანდისტები, მათ შორის, თინა კანდელაკიც ეხმაურება საკუთარ Telegram არხზე:

„სიტყვა „მოთმინებას“ მრავალი სინონიმი აქვს. მაგალითად „გაძლება“, ან „დათმობა“. მაგრამ არის კიდევ ერთი სინონიმი – „დანებება“. კითხვას ვსვამ: რუსეთი უძლებს თუ ნებდება? და თუ ჩვენ ვნებდებით ბოროტებას, მაშინ რატომ ?“

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ის თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.

„ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ცნობისთვის, კრემლის განცხადებაში წერია, რომ პუტინი აღნიშნულ რეზიდენციაში არ იმყოფებოდა და მოსკოვის მახლობლად საკუთარ რეზიდენციაში მუშაობდა.

კიევმა კრემლზე თავდასხმის ბრალდებები უარყო. 

კრემლი – კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა

„დაუჯერებელია!!“, „იქნებ ახლა მართლა დაიწყოს?“ – სიმონიანი და სკაბეევა კრემლზე თავდასხმას ეხმიანებიან

მედვედევი: ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g