თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში, „ვ კონტაქტე“ ახალი ინიციატივის შესახებ წერს. უკრაინაში ძებნილად გამოცხადებული ტელეწამყვანი ამბობს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა განათლებაა. ის მიიჩნევს, რომ არსებული კრიზისის დროს გაუნათლებლობა მთავარი პრობლემა გახდა, ამიტომ მზადაა საგანმანათლებლო მისია თავის თავზე აიღოს.
კანდელაკი ახალი ონლაინსკოლის გახსნას აანონსებს, სადაც პერიოდულად ონლაინგაკვეთილებს გაუზიარებს გამომწერებს. კანდელაკი პირველ ონლაინგაკვეთილსაც აქვეყნებს და ხალხს სთხოვს გამოხმაურებას. მის ვიდეოს უკრაინის მხარდამჭერი კომენტარების მთელი კასკადი ახლავს, როგორც წესი, კანდელაკის ლექცია არავის აინტერესებს.