LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ტყებუჩავა: „თინა კანდელაკი თავის ცხოვრებას ვერ შეელევა. კიდევ ბევრჯერ შეგვაფურთხებს და ნებისმიერ ქართველს ჯვარზე გააკრავს…“

793
ani

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ანი ტყებუჩავა ჟურნალ „გზასთან“ ვრცლად საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ და ამ დაპირისპირებაში საქართველოსა და ქართველების პოზიციებზე:

„ყველანაირი „უწუპუწუების“ გარეშე ან მკვლელების მხარეს და მკვლელობის მომხრე ხარ, ან – არა. პირადად მე, არც დიპლომატი ვარ და არც ჩემი ქვეყნის სახელმწიფო მოხელე. უფლება მაქვს, ვთქვა, რომ რუსს სახლს არ მივაქირავებ. კარგად გვახსოვს, ქართველები საკუთარი სახლებიდან როგორ გამოყარეს… ამას რომ ვამბობ, თავადაც არ მსიამოვნებს, ამიტომ გარკვეული საკითხები სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. არ შეიძლება, ყველაფერზე მხოლოდ ხალხმა იფიქროს. ვინც რუსულ ჯარს უმღერის, ის ჩემთვის არც ქართველია, არც ელიტის წარმომადგენელი, არც მომღერლად მიმაჩნია და საერთოდ, არანაირი ადამიანური ფასეულობები არ გააჩნია. შეიძლება, პირადი კეთილდღეობის გამო, გარკვეულ კონცერტებზე იმღერო და იცეკვო, მაგრამ როგორ უნდა უმღერო ჯარს, რომელიც მუდმივად შენს ხალხს ხოცავს და ჟლეტს?! ეს ძალიან მდაბიო საქციელია. სხვადასხვა სახის ღალატი არსებობს, ერთ-ერთი ესაა. მათ გვარ-სახელებს არ ჩამოვთვლი, ყველამ კარგად იცის. მათი სახელები არც უნდა ახსენო ადამიანმა. ალბათ, საქართველოში მყოფ მათ ახლობლებს სირცხვილისგან თმაც ეწვით, რომ მათთან რაღაც საერთო აქვთ…

თინა კანდელაკი თავის ცხოვრებას ვერ შეელევა. კიდევ ბევრჯერ შეგვაფურთხებს და ნებისმიერ ქართველს ჯვარზე გააკრავს, რომ თავად კარგად იყოს… ისეა ჩაფლული, სადაც ახლაა, რომ უკან ვეღარ მობრუნდება…“

ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ვიდეო: თინა კანდელაკი პუტინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა: „თუკი შეეცდებიან ჩვენს დაჩოქებას, მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან რუსეთი არასდროს დაიჩოქებს!..“

მან თქვა, “არასდროს დავეცემითო”… ვწუხვარ, უკვე დაეცი და ისე დაბლა ხარ, მიწიდან არ ჩანხარ: პეტრე კოლხი თინა კანდელაკს

magti 5g