კრემლის პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალა.
ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა თქვა.
„სახელმწიფო ასეთ რამეს არასდროს აპატიებს. სავარაუდოდ, მას არც მოუნდება აქ ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს არ შემოვუშვებთ”, – თქვა სმადიაროვმა.
16 იანვარს ტელეგრამაში გამოქვეყნებულ პოსტში თინა კანდელაკმა ყაზახეთის მთავრობა დაადანაშაულა „რუსული ენის გამოდევნაში.“
კანდელაკმა ასევე ყაზახებს ქურთები უწოდა.