თინათინ ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდნენ, “რესპუბლიკური პარტიის”ლიდერებმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს ოლქში, 54-ე უბანზე დააფიქსირეს.
დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია.
”2016 წელს არჩევანი გასაკეთებელია უფრო იმის შესახებ, რა გვინდა და ვინ გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო შეხვდა მეტი პოლიტიკური თავისუფლებებით, ამომრჩეველს აქვს მეტი საშუალება თავისი პირადი არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება ყველას გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას”