LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „ძალაუფლებით ცეცხლთან თამაში არასოდეს სრულდება მშვიდობით, იციან და მაინც დაუზოგავად უნთებენ, უჩიჩხინებენ, ნავთს და შეშას აყრიან… მჯერა, ესენი სწორედ იმ საძალუფლებო ცეცხლში დაიწვებიან – მთავარია მსხვერპლშეწირვა ვერ მოასწრონ, არ დასცალდეთ!“

190
თინა ხიდაშელი

„აქ, ამ ქვეყანაში არც თავგანწირვაა საკვირველი, არც სამშობლოს სიყვარულისთვის უსასრულო, დაუღალავი ბრძოლა! ზუსტად ვიცი, თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს შეჩერდება ჩვენს ქვეყანაში!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი წერს.

ხიდაშელი Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის თქმით საქართველოში დიქტატურა არ გამოვა. ხიდაშელი წერს, რომ „ჩვენი მიზანი ამ გზის ადამიანური დანაკარგების გარეშე გავლა უნდა იყოს“:

კაია კალასი: თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია – საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს

„33 წლის წინ, 2 თებერვალს ტყვიას გვესროდნენ! 33 წლის წინ, 2 თებერვალი მსხვერპლით დასრულდა!

აქ, ამ ქვეყანაში არც თავგანწირვაა საკვირველი, არც სამშობლოს სიყვარულისთვის უსასრულო, დაუღალავი ბრძოლა! ზუსტად ვიცი, თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს შეჩერდება ჩვენს ქვეყანაში! აქ დიქტატურა არ გამოვა! მაგრამ სამწუხაროდ, არც სხვადასხვა დროის ხელისუფალთა მანიაკალური საძალაუფლებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერზე წასვლაა უცხო ჩვენთან. ისინი ზოგჯერ მსხვერპლს ითხოვენ . 
ჩვენი მიზანი ამ გზის ადამიანური დანაკარგების გარეშე გავლა უნდა იყოს.
მზია უნდა გადარჩეს!!! მზია უნდა გათავისუფლდეს! ეს ჩვენც ვიცით, და კიდევ უფრო უკეთ მათ იციან! იციან რომ გარდაუვალს ახანგრძლივებენ, ცეცხლს ეთამაშებიან.

ძალაუფლებით ცეცხლთან თამაში არასოდეს, არასოდეს სრულდება მშვიდობით. ესეც იციან, და მაინც დაუზოგავად უნთებენ, უჩიჩხინებენ, ნავთს და შეშას აყრიან….
მჯერა, ესენი სწორედ იმ საძალუფლებო ცეცხლში დაიწვებიან. მთავარია მსხვერპლშეწირვა ვერ მოასწრონ, არ დასცალდეთ!“ – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

„ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დაიჭირეს… მე იმის მრცხვენია აქამდე რომ არავის დავუჭერივარ, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ არაფერზე ხმა რომ არ ამოგიღიათ, „კოლეგებო“?“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გადაცემა „რა? სად? როდის?“ ირაკლი ვეშაგურიძის დაკავების შესახებ

არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე რამდენიმე მომიტინგე, მათ შორის გიორგი ქადაგიძე დააკავეს

„სკამზე მჯდომ, ბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე წიხლს მირტყამს“ – ნიკა მელია

33 წლის წინ, 2 თებერვალს ტყვიას გვესროდნენ! 33 წლის წინ, 2 თებერვალი მსხვერპლით დასრულდა! აქ, ამ ქვეყანში არც…

Posted by Tinatin Khidasheli on კვირა, 02 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g