LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: გიგლა ჩემი მეგობარია, არა ერთი წლის და ერთი დღის

110

თინა ხიდაშელი „ფეისბუქზე“ გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, „რესპუბლიკური პარტიიდან“ წასვლის თაობაზე. თავდაცვის მინისტრის თქმით, „პოლიტიკური პარტიის მანდატი არ სძენს ადამიანს ღირსებას, ან არ აქცევს უღირსად, მისი საქციელი და პრინციპების ერთგულება აქცევს ასეთად“.

„არ ვიცი ეს ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. სწორედ იმიტომ, იმავე მიზეზით და ღირებულებებით რის გამოც დღევანდელი გადაწყვეტილება მივიღე.

არსებობს ამ ქვეყნად ღირებულებები, ადამიანის არჩევანის პატივისცემა, მეგობრობა ბოლომდე, ერთგულება წარსულის და ფიქრი მომავალზე, რომელიც ზუსტად არ წარსულის ნაყოფია და მასზე შენდება.

გიგლა ჩემი მეგობარია, არა ერთი წლის და ერთი დღის. არც პოლიტიკაში დავმეგობრებულვართ. მან სხვა არჩევანი გააკეთა და რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს არჩევანი (ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ აღარ ვართ დღეიდან ერთად საქმეში), უნდა შეგვეძლოს ადამიანის არჩევანის პატივისცემა.

პოლიტიკური პარტიის მანდატი არ სძენს ადამიანს ღირსებას, ან არ აქცევს უღირსად, მისი საქციელი და პრინციპების ერთგულება აქცევს ასეთად.

ძალიან მჯერა, რომ გიგლა ზუსტად აქ იქნება მუდამ, რომელი პარტიის მანდატიც არ უნდა ჩაიდოს ჯიბეში.
სხვა საკითხია მომენტის მნიშვნელობა, რამდენად გჯერა მისი ნაბიჯის სისწორის, მაგრამ ყველას მინდა გთხოვოთ, სანამ საყოველთაო დაგმობის კამპანიაში ჩაერთვებით, გვერდზეც მიიხედმოიხედეთ, წესიერი ადამიანების დიდი ნაკლებობაა ქვეყანაში.

დათომ კი თქვა დღეს პოლიტიკა სენტიმენების სფეროდან არ არის, მაგრამ მე მაინც მჯერა სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, მსგავსი ღირებულებების და პრინციპების ადამიანების გზების მუდმივი თანაკვეთის, მათ შორის პოლიტიკაშიც,” – წერს ხიდაშელი “ფეისბუქზე”.

magti 5g