54 წლის ვენსან კასელი და მისი 24 წლის მეუღლე, ტინა კუნაკი ბრაზილიაში იმყოფებიან. როგორც იცით, მოდელი სოციალური ქსელით საკმაოდ ხშირად სარგებლობს და გულშემატკივრებს მრავალფეროვანი ფოტოებით ანებივრებს.
სულ ცოტა ხნის წინ ტინამ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გაავრცელა, სადაც შავ ტოპსა და მასიურ სამკაულებში პალმების ფონზე პოზირებს, ხელში კი „ვერსაჩეს“ სათვალე უჭირავს.
მანამდე ვენსან კასელის ნორჩმა მეუღლემ ახლო ხედით გადაღებული სახის ფოტო გაგვიზიარა. კუნაკი იდეალურად გამოიყურება.
ვენსან კასელი და ტინა კუნაკი – წყვილი, რომელიც სიყვარულის არსებობაში გვარწმუნებს
თეთრი პერანგი და ჯინსები – 54 წლის ვენსან კასელისა და 23 წლის ტინა კუნაკის საოცარი ფოტოსესია