LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიტანები: თაიმმა 6 სპორტსმენი წლის ადამიანებში შეიყვანა

114
mohamed-salah-time-magazine

ჟურნალმა „თაიმმა“ 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა, მათ შორის 6 სპორტსმენი აღმოჩნდა.

გავლენიანი ხალხის სიაში მოხვდნენ: „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მოჰამედ სალაჰი, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, ამერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრი ალექს მორგანი, სამხრეთ აფრიკელი მძლეოსანი კასტერ სემენია და გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი.

აღსანიშნავია, რომ ეს ხალხი ხუთ კატეგორიად არის დაყოფილი: პიონერები, არტისტები, ლიდერები, საკულტო ფიგურები და ტიტანები.

რადგან ნაომი ოსაკა რეიტინგში პირველადაა, ამიტომ პიონერებში მოხვდა. კასტერ სემენია – საკულტო ფიგურებში, დანარჩენი ოთხი სპორტსმენი კი ტიტანებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები