LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტიტანიკი“ – საინტერესო და უცნობი ფაქტები გადასაღები მოედნიდან

725
FORTUNA. GE

ძნელად იპოვით ისეთ ადამიანს, რომელსაც ჯეიმს ქემერონის 11 ოსკარის მფლობელი შედევრი არ უნახავს. „ტიტანიკი“ ბევრი ჩვენთაგანისათვის საყვარელი ფილმია, თუმცა ცოტამ თუ იცის იმ უცნაური და საინტერესო ფაქტების შესახებ, რომლებიც მის გადაღებას სდევდა თან.

მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ:

  •  „ტიტანიკი“ 2 საათსა და 40 წუთს გრძელდება. ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც „ტიტანიკის“ ოკეანეში ჩაძირვას დასჭირდა.
  • ფილმის მსგავსად, რეალურ „ტიტანიკთან“ მისი დამღუპველი აისბერგის შეჯახებაც 37 წამს გრძელდებოდა.
  • მსოფლიოს შესაძლოა სულ სხვანაირი ჯეკ დოუსონი ეხილა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯეკის როლზე მეთიუ მაკკონაჰი მოიაზრებოდა, ქეით უინსლეტმა 2017 წელს გაასაჯაროვა. „აქამდე არასოდეს მითქვამს, რომ მეთიუ ჯეკის როლზე სტუდიის პირველი არჩევანი იყო. იგი შესანიშნავი იყო კასტინგზეც, თუმცა საბოლოოდ როლი ლეოს ერგო“ – განაცხადა ვარსკვლავმა.
  • „ტიტანიკის“ გადაღებისას სპეციალური, უზარმაზარი აუზები წყნარი ოკეანის წყლით გაავსეს. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული ეფექტის მისაღებად წყალი ყინულივით ცივი იყო, მსახიობებს კი ჩაძირვის სცენების გადაღებისას აუზში გატარებული მრავალი საათის განმავლობაში სპეციალური თერმოკოსტიუმები ეცვათ, რომელიც სხეულს მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებისგან იცავს. ქეით უინსლეტი, რომლის აზრითაც თერმოკოსტიუმი გადაღებისას ხელისშემშლელი იქნებოდა, მის გამოყენებაზე უარს აცხადებდა. შედეგად მსახიობს პნევმონიის გადატანა მოუხდა.
  • „ტიტანიკისთვის“ კასტინგი ლინდსი ლოჰანმაც გაიარა, რომელიც მაშინ მაშინ რვა წლის იყო. ლინდსის გემის პატარა მგზავრის, ჯეკის მეგობრის, კორა კარტმელის როლი უნდა შეესრულებინა, რომელიც ცნობილ ცეკვის სცენაში მონაწილეობს. თუმცა, საბოლოოდ ჯეიმს ქემერონმა ლინდსის ალექსანდრა ოუენსი ამჯობინა, რისი მიზეზიც ლოჰანის წითური თმა გახდა. რეჟისორის აზრით როუზისა და დედამისის გამოხატული წითური თმის ფონზე კიდევ ერთი წითურთმიანის გამოჩენა მაყურებელს დააბნევდა.
  • თუკი მეთიუ მაკკონაჰი და ლინდსი ლოჰანი ძალიან ახლოს იყვნენ „ტიტანიკში“ როლების მიღებასთან, რობერტ დე ნირო გემის კაპიტნის როლზე იყო დამტკიცებული. თუმცა მსახიობს „ტიტანიკში“ მონაწილეობაზე უარის თქმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუხდა.

 

  • ქეით უინსლეტს ისე ძალიან სურდა როუზის როლის მიღება, რომ იგი ჯეიმს ქემერონს სისტემატურად ურეკავდა. „შენ არ გესმის, მე როუზი ვარ. ვერ ვიგებ, სხვა კანდიდატებს საერთოდ რატომ განიხილავ ამ როლზე“, – უთხრა უინსლეტმა ქემერონს ბოლო საუბრისას, მეორე დღეს კი ჯეიმსმა ის როლზე კასტინგის გარეშე დაამტკიცა.
  • ფილმ „ტიტანიკის“ მთავარ გმირებს, ჯეკს და როუზს რეალური პროტოტიპები არ ჰყოლიათ, თუმცა „ტიტანიკზე“ ნამდვილად იყო ვინმე ჯ.დოუსონი. ეს გემის ეკიპაჟის წევრი ჯოზეფ დოუსონი გახლდათ, რომლის სხეულიც მაშველებმა კატასტროფის ადგილას აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმთან საერთო არაფერი აქვს, ნოვა სკოტიაში მდებარე ჯოზეფ დოუსონის საფლავს ფილმის ფანები და ტურისტები მუდმივად სტუმრობენ.
  • ჯეკის ცნობილი სცენა, რომელშიც იგი გემის კიჩოზე ხელგაშლილი დგას და ყველას ამცნობს, რომ მსოფლიოს მეფეა, ლეონარდო დიკაპრიოს იმპროვიზაციაა. ქემერონს ეს სცენა იმდენად მოეწონა, რომ ფილმში მთლიანად დატოვა, ის ფილმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომენტად შემორჩა ისტორიას, მოგვიანებით კი ფრაზა „მე მსოფლიოს მეფე ვარ“ თავად ქემერონმა, „ოსკარის“ მიღების შემდგომ სიტყვაში გამოიყენა.

  • მღვდელი, რომელსაც ჯეკი და როუზი გემზე ხვდებიან, „ტიტანიკის“ მგზავრს, თომას ბილსს განასახიერებს. ბილსი სიცოცხლის ბოლო წუთამდე „ტიტანიკზე“ იყო და სხვა მგზავრების გადარჩენას ცდილობდა.
  • რეალურ წყვილს, ისადორ და იდა შტრაუსებს განასახიერებს ასევე წყვილი, რომელიც გემის ჩაძირვას საკუთარ საწოლში ხვდება. გემთმშენებელი კომპანიის თანამფლობელმა ისადორ შტრაუსმა სამაშველო ნავში ჩაჯდომაზე უარი განაცხადა, რადგან ბორტზე ჯერ კიდევ იყვნენ ქალები და ბავშვები, იდამ კი საყვარელი ქმრის დატოვება არ მოისურვა. ბოლოს ისინი გემბანზე, ხელიხელჩაკიდებული ნახეს.
  • ფილმის დასაწყისში როუზს ძალიან ოფიციალური კაბები აცვია, მაგრამ ნელ-ნელა მისი ჩაცმის სტილიც და ვარცხნილობაც სულ უფრო თავისუფალი ხდება. ეს ყველაფერი სიმბოლურად იმის მაჩვენებელია, რომ რაც უფრო მეტად უყვარდება როუზს ჯეკი, მით უფრო თავისუფალი ხდება ის…

  • ხის მოზრდილი ნაჭერი, რომელზეც როუზი გემის ჩაძირვის შემდეგ წევს არა კარი, არამედ კარის ჩარჩოს ზედა ნაწილია. მისი ფილმში გამოყენება ჯეიმს ქემერონს ნამდვილი „ტიტანიკის“ კარის ჩარჩომ შთააგონა, რომელიც რეჟისორმა მუზეუმში ნახა.
  • როუზის ცნობილი სურათი სინამდვილეში ჯეიმს ქემერონმა დახატა. ფილმის სცენაშიც ხატვისას მისი ხელები ჩანს. ქემერონის მიერ დახატული უინსლეტის პორტრეტი 2011 წელსაუქციონზე 10 000 გირვანქად გაიყიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g